ფეხბურთი

14:26 | 29.08.2016 | ნანახია 2338 - ჯერ

თემურ ქეცბაია ინგლისის ნაკრების ექსფეხბურთელს გაწვრთნის

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი ჯოლეონ ლესკოტი ამიერიდან ათენის აეკში ითამაშებს, რომელსაც მოგეხსენებათ, ქართველი თემურ ქეცბაია უდგას სათავეში. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს. 34 წლის ლესკოტი აეკს ბირმინგემის “ასტონ ვილადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ლესკოტს კარგი კარიერა ჰქონდა – მან “სიტის” რიგებში 2012 და 2014 წლებში ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ხოლო 2011 წელს ასოციაციის თასს დაეუფლა, 2014-ში ლიგის თასს. მთლიანობაში ჯოლეონმა პრემიერლიგის 286 შეხვედრაში 23 გოლის გატანა შეძლო და გარდა “სიტისა”, “ასტონ ვილას”, “ვესტ ბრომვიჩისა” და “ევერტონის” რიგებშიც უთამაშია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:51 | 29.08.2016
giorgiusi (696)

14:40 | 29.08.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

ეტყობა дასასვენებლაд იყო საბერძნეთში дა ბარემ дავრჩებიო DDD
მაგან რა იცის, რომ ჯერ მთავარი ღირსშესანიშნაობა არ უნახავს DDDD
გეუბნევით რაა... DDDD

0.149906