ახლო წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედში” იტალიელი თავდამსხმელის სიმონე ძაძას გადასვლას საკუთარი ტვიტერის გვერდიდან გამოეხმაურა. გარიმ “ვესტ ჰემსა” და ძაძას ირონიულად კბილი გაჰკრა.
“სიმონე ძაძა კარგი შენაძენია – განსაკუთრებით, თუ პენალტებს დაარტყამს”, - დაწერა ლინეკერმა.
აღნიშნული სტატუსი ლინეკერის მხრიდან ევროპის ჩემპიონატზე ძაძას დარტყმულმა პენალტმა გამოიწვია, რომელიც დღემდე საფეხბურთო დაცინვის ობიექტია. შეგახსენებთ, სიმონე ძაძა “ჩაქუჩებს” 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.