თამაშგარე

16:57 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯესიკა – ბელგიური სიტკბო

როგორც გენტის ტკბილეულის ქარხანაში შოკოლადი არ გამოილევა და ფლანდრიის მონასტრებში გაუფილტრავი ლუდი, ისევე ბელგიაში არასოდეს დაილევიან ლამაზმანები, რომლებიც ამ მშვენიერ მიწაზე მოსახლეობენ, რადგან ლამაზმანთა დალევა კაცობრიობის აღსასრულის ტოლფასია და შეიძლება უფრო უარესიც კი!

ამჟამად, ბელგიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებულ მშვენიერ და ყირმიზა მოდელ ჯესიკა ვან დერ სტეენზე უნდა გიამბოთ, რომელიც ბელგიის დიდი პატრიოტი გახლავთ და შეიძლება სამხრეთამერიკელი ასულებივით საყვარელი ნაკრებისთვის ნიფხავი არ შემოიძარცვოს, მაგრამ მხარდაჭერას და კივილს კი არასოდეს დაიზარებს მისთვის.

ჯესიკა რომ წარმატებული და ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქალია – ეს იმითაც დასტურდება, რომ ამ რამდენინე წლის წინ ბელგიის სილამაზისმოყვარე საზოგადოებამ ის “მის ბელგიად” დაასახელა. ეს ტიტული ფეხბურთის მოყვარულთათვის შესაძლებელია ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთია ცხოვრება?

0.161667