"სამტრედიის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე აზერბაიჯანული "გაბალას" ფეხბურთელი გახდება. როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, კონტრაქტზე ხელმოწერაღა დარჩა და ფეხბურთელი "გაბალას" ღირსებას დაიცავს.
ზივზივაძე 22 წლისაა, წინა სეზონი მშვენივრად ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 3 მატჩში 3 გოლი მიითვალა.
ზივზივაძემ ზაფხულში "გაბალასაც" გაუტანა: შინ, როცა სამტრედიელებმა 2:1 სძლიეს აზერბაიჯანულ კლუბს.
როგორც იცით, "გაბალა" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ მოხვდა, ამ გუნდში ერთ-ერთი ლიდერია ნიკა კვეკვესკირი.