ფეხბურთი

13:23 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოაო მარიო "ინტერში" სარეკორდო ფასად გადავიდა

ოფიციალურად ჟოაო მარიო მილანის “ინტერის” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია ლისაბონის “სპორტინგის” ვებგვერდმა უკვე დაადასტურა. 23 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ “ნერაძურიმ” 45 მილიონი ევრო გაიღო და იგი “სპორტინგის” ისტორიაში ყველაზე ძვირად გასხვისებული მოთამაშეა.

“ჩვენ ერთად 14 დაუვიწყარი წელი გავატარეთ, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მადლობა “სპორტინგს” იმისთვის, რაც ჩემთვის აქამდე გააკეთა. კარიერას ვიწყებდი, როგორც ყველა ბავშვი – მივდიოდი ვარჯიშებზე, ჩემი ოცნებების ასახდენად. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და უბრალოდ მადლობას ყველა ადამიანს ვერ გადავუხდი. დღეიდან კი, “სპორტინგს” ჩემი სახით ერთით მეტი გულშემატკივარი ჰყავს.

ასევე მადლობა “ინტერს” ამ შანსისთვის და ყველაფერს გავიღებ, რომ დავეხმარო გუნდს”, - თქვა მარიომ.

ჟოაო მარიო “სპორტინგის” აკადემიის აღზრდილიდა და ლისაბონურ გუნდში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში კი, 33 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. პორტუგალიის ნაკრებს რაც შეეხება, ჟოაო მარიოს მისი მასიური დღემდე 18-ჯერ ჩაუცვამს, აქედან 7 მატჩი კი, ევროპის აწ დასრულებულ ჩემპიონატზე ჩაატარა, სადაც მარიო ჩემპიონიც გახდა.

0.120027