უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის ბოლო მატჩი ქუთაიში გაიმართა და "ტორპედო" "ჩიხურასთან" 0:3 დამარცხდა. საჩხერელთაგან გოლები საბა ლობჟანიძემ (დუბლი) და ბესიკ დეკანოიძემ გაიტანეს.
სტუმრებმა ამ მოგებით ჯგუფში 10 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე არიან. ფრუიძის შეგირდებს ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული "დინამოზე", რომელსაც 7 ქულა გააჩნია და მეორე პოზიციაზეა. "ტორპედომ" კი უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა და ორი ქულა მხოლოდ ფრედ დასრულებული შეხვედრებიდან აიღო.





