იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვეტურამ საფრანგეთთან და ისრაელთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. როგორც დაანონსებული იყო, იტალიელთა ახალი თავკაცის სიაში მოხვდა “მილანის” 17 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რითაც ის “სკუადრა აძურაში” გამოძახებული ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ბოლო 105 წლის განმავლობაში.
ვენტურას რჩეულთა სია ასე დაკომპლექტდა:
მეკარეები: ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯონარუმა (“მილანი”), მარკეტი (“ლაციო”);
მცველები: ანტონელი, დე შილიო, რომანიოლი (ყველა - “მილანი”), ასტორი (“ფიორენტინა”), ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, რუგანი (ყველა - “იუვენტუსი”), ოგბონა (“ვესტ ჰემი”);
ნახევარმცველები: ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ბონავენტურა, მონტოლივო (ორივე - “მილანი”), კანდრევა (“ინტერი”), დე როსი, ფლორენცი (ორივე - “რომა”), პაროლო (“ლაციო”), ვერატი (პსჟ);
თავდამსხმელები: ბელოტი (“ტორინო”), ედერი (“ინტერი”), გაბიადინი (“ნაპოლი”), იმობილე (“ლაციო”), პავოლეტი (“ჯენოა”), პელე (“შანდუნ ლუნენი”).
იტალიის ნაკრები საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩს 1 სექტემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს, ხოლო 5 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ისრაელის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.