ფეხბურთი

21:42 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” ევროპის ჩემპიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისურმა “საუთჰემპტონმა” პორტუგალიელ განაპირა მცველ სედრიკ სოარეშს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “წმინდანების” ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის სედრიკი ინგლისურ გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სოარეში “საუთჰემპტონმა” ერთი წლის წინ წინ ლისაბონის “სპორტინგიდან” შეიძინა და გუნდის ძირითად მარჯვენა მცველად უმალ იქცა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში ორი შეხვედრა ჩაატარა. ზაფხულში კი, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.

0.10986