ფეხბურთი

16:48 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ხელმძღვანელები თბილისის "დინამოში": ბიძინა ბარათაშვილი და ლევან სალუქვაძე

როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორის პოსტს სპორტულ ჟურნალისთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა ბარათაშვილი დაიკავებს. ბარათაშვილი, გეცოდინებათ, ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გახლდათ და ზოგადად, დიდი ხანია, სპორტულ სამყაროში მოღვაწეობს.

გარდა ბიძინა ბარათაშვილისა, სავარაუდოდ, სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნება ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე, ის ამჟამად რომან ფიფიას მრჩეველად მუშაობს. შეხსენებისთვის, ლევან სალუქვაძე თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის უფროსიც გახლდათ.

ცვლილებები აუცილებლად უნდა მომხდარიყო ევროტურნირებზე მორიგი ცუდი გამოსვლის შემდეგ. იმედია, "დინამო" პროგრესის გზას დაადგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125672