ავსტრიის ნაკრების მწვრთნელმა მარსელ კოლერმა აღნიშნა, რომ 4-2-3-1 სქემა დოგმა არაა და შესაძლოა, თბილისში 5 სექტემბერს ცვლილებები მოახდინოს. ისე კი, როგორც წესი, კოლერი მუდმივად ხსენებული სქემით იწყებს მატჩს.
ამ ფოტოზე საქართველოსთან შეხვედრისთვის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები და მათ გვერდით სავარაუდო შემცვლელებია ასახული. ავსტრიული მედიის ნააზრევია, თორემ მწვრთნელს რა აქვს მოფიქრებული, ეს ვინ იცის.
ავსტრიელთა ერთ-ერთმა წამყვანმა ნახევარმცველმა ზლატკო იუნუზოვიჩმა ("ვერდერი") გუშინ "ბაიერნთან" ბუნდესლიგის მატჩი გამოტოვა: განაცხადშიც არ იყო. აღმოჩნდა, რომ წარბი ჰქონია გახეთქილი, უმნიშვნელო ტრავმაა და ნაკრებს მაინც დაეხმარება.