ფეხბურთი

21:26 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა ბელგიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბელგიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის პირველი შემადგენლობა დაასახელა. ესპანელმა სპეციალისტმა 25 ფეხბურთელს უხმო.

"წითელი ეშმაკები" პირველ სექტემბერს ბრიუსელში ესპანეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო 6 სექტემბერს კვიპროსთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა ელით.

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მარტინესის რჩეულტა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ტიბო კურტუა ("ჩელსი", ინგლისი), მაც სელსი ("ნიუკასლი", ინგლისი), სიმონ მინოლე ("ლივერპული", ინგლისი).

მცველები: ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი (ორივე "ტოტენჰემი"), ჯორდან ლუკაკუ ("ლაციო", იტალია), ტომა მენე ("ბრიუგე"), ტომას ვერმალენი ("რომა", იტალია), კრისტიან კაბასელე ("უოტფორდი", ინგლისი), ნიკოლას ლომბერტსი ("ზენიტი", რუსეთი).

ნახევარმცველები: მუსა დემბელე ("ტოტენჰემი", ინგლისი), მარუან ფელაინი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), რაჯა ნაინგოლანი ("რომა", იტალია), აქსელ ვიტსელი ("ზენიტი", რუსეთი), სტივენ დეფური ("ბარნლი", ინგლისი), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი)

შემტევები: მიში ბატშუაი, ედენ აზარი ("ჩელსი", ინგლისი), იანიკ ფერეირა-კარასკო ("ატლეტიკო", ესპანეთი), კრისტიან ბენტეკე ("კრისტალ პალასი", ინგლისი), დივოკ ორიჯი ("ლივერპული", ინგლისი), კევინ მირალაში, რომელუ ლუკაკუ (ორივე "ევერტონი", ინგლისი), დრის მერტენსი ("ნაპოლი", იტალია), ტორგან აზარი ("გლადბახი", გერმანია).

0.104079