ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ თავისი პირველი შემადგენლობა დაასახელა. ვრცელ სიაში ვერ მოხვდა მეკარე იკერ კასილიასი. "პორტუს" ფეხბურთელი მწვრთნელს ესაუბრა და გადაწყდა, რომ პირველი გუნდის ნომერი დავიდ დე ხეა იქნება.
ასევე ევრო 2016-ის განაცხადში მყოფი ფეხბურთელებიდან შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ექტორ ბელერინი, ხუანფრანი, ბრუნო სორიანო, სესკ ფაბრეგასი, პედრო და არიც ადურისი.
ესპანეთი პირველ სექტემბერს ამხანაგურ მატჩს ბელგიასთან გამართავს, ხოლო ოთხ დღეში ლიხტენშტეინს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაუპირისპირდება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), პეპე რეინა ("ნაპოლი", იტალია), ადრიანი ("ვესტ ჰემი", ინგლისი)
მცველები: სერხიო რამოსი, დანიელ კარვახალი (ორივე "რეალი"), მარკ ბარტრა ("დორტმუნდი", გერმანია), სერხი რობერტო, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა (სამივე "ბარსელონა"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი", ინგლისი), ხავი მარტინესი ("ბაიერნი", გერმანია)
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), ტიაგუ ალკანტარა ("ბაიერნი", გერმანია) დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), მარკო ასენსიო, ლუკას ვასკესი (ორივე "რეალი"), კოკე, საულ ნიგესი (ორივე "ატლეტიკო").
თავდამსხმელები: ალვარო მორატა ("რეალი"), ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), დიეგო კოშტა ("ჩელსი", ინგლისი), ვიტოლო ("სევილია"), პაკო ალკასერი ("ვალენსია").