"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ გერმანელ ბასტიან შვაინშტაიგერს მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება, რადგან ნახევარდაცვაში ფეხბურთელების სიმრავლეა.
"არ მითქვამს შეუძლებელია, ვთქვი, რომ რთული იქნება, რადგან ჩვენ პოგბა, ერერა, შნეიდერლინი, ფელაინი და კერიკი გვყავს. ორ პოზიციაზე 5 ფეხბურთელი თამაშობს და რთული იქნება, ბასტიანს თამაშის შანსი მიეცეს." - ციტირებს Sky Sports-ი პორტუგალიელის სიტყვებს.
შვაინშტაიგერი ჟოზემ სარეზერვო გუნდში გადაიყვანა. თავად ბასტიანი დანებებას არ აპირებს და თვლის, რომ მთავარი გუნდში დაწინაურდების და თავის გამოჩენის საშუალებაც მიეცემა.