ფეხბურთი

19:04 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 17-წლამდელები პოლონეთში, პირველი მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 29 აგვისტოს პოლონეთში გაემგზავრება და "სირენკას თასზე" ითამაშებს. ეს რვაგუნდიანი ტურნირია და პოლონელთაგან შევიტყვეთ ინფორმაცია, რომ პირველ მატჩში საქართველო ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება, თუ მოუგებს, ნახევარფინალში რუმინეთ-უკრაინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. წაგების შემთხვევაში კი, ამავე წყვილში წაგებულს შეხვდება. ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება.

საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდია 30 აგვისტოს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს შედგება დანარჩენი შეხვედრებიც: ნორვეგია-ლატვია, პოლონეთი-ფინეთი და როგორც გითხარით, რუმინეთი-უკრაინა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი წვრთნის. ბოლო ორი ამხანაგური მატჩი გუნდმა აზერბაიჯანთან გამართა და ორივე მოიგო - 3:1, 4:1. ეს 2000 წელს დაბადებულთა ნაკრებია, რომელიც შემოდგომაზე ფინეთში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე: იქ მეტოქეები ფინეთი, ბულგარეთი და შვედეთი იქნებიან.

"სირენკას თასს" რაც შეეხება, ტურნირი ტრადიციულია და პირველად 1986 წელს ჩატარდა, მაშინ ეს იყო 15-წლამდელებში და გამოიცანით, ვინ გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი... ზინედინ ზიდანი.

0.115967