ფეხბურთი

18:07 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანრი ბელგიის ნაკრებში იმუშავებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. 39 წლის ფრანგი ბელგიელთა ახალი მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ასისტენტად დაინიშნა.

“ტიერი ჩვენს გუნდს განსხვავებულ ხედვას შეძენს. მიხარია, რომ მან ჩვენი წინადადება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო და შემოგვიერთდა” - ციტირებს მარტინესის სიტყვებს BBC.

თავად ანრიმ განაცხადა, რომ აღელვებულია ახალი სამსახურით და მოუთმენლად ელის უშუალოდ საქმეში ჩართვას.

ტიერი ანრი ბოლო პერიოდში Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, გარკვეული დროის განმავლობაში მის ყოფილ კლუბში, ლონდონის “არსენალში” ახალგაზრდული გუნდების კურატორიც იყო, თუმცა “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერთან უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა.

რობერტო მარტინესი ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნა. მან ამ პოსტზე მარკ ვილმოტსი შეცვალა. მარტინესის შტაბში, ანრისთან ერთად, გრემ ჯონსია დასაქმებული, რომელიც მას "სუონსიში", "უიგანში" და "ევერტონშიც" უწევდა ასისტენტობას.

0.142612