კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი ხამეს როდრიგესი ტურინში ჩაფრინდა, რათა სახლის ყიდვის პროცესი დაასრულოს. როგორც AS-ი იუწყება, ფეხბურთელი უახლოეს მომავალში ახალი სახლის მფლობელი გახდება და "იუვენტუსში" მისი ტრანსფერი შედგება.
თუ წყაროს დავუჯერებთ, თავად სამხრეთამერიკელს ახალ გუნდში გადასვლა არ უნდა, თუმცა ზინედი ზიდანი 25 წლის მოთამაშეს ბევრ სათამაშო დროს არ ჰპირდება და შემტევის "იუვენტუსში" გადასვლის მიზეზიც ესაა.
გასულ სეზონში ხამესმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. როდრიგესის სატრანსფერო ღირებულება 80-დან 70 მილიონ ევრომდე დაეცა.