ფეხბურთი

17:09 | 25.08.2016 | ნანახია 1914 - ჯერ

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში 23 ფეხბურთელს უხმო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. დეშამის სიაში ევროპის დასრულებულ ჩემპიონატთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაა. ნაკრებში არ არიან პატრის ევრა და ბაქარი სანია. კინგსლი კომანი და უგო ლორისი კი დეშამის ნუსხაში ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ.

საფრანგეთის ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ბენუა კოსტილი (“რენი”), სტივ მანდანდა (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ალფონს არეოლა (პსჟ)

მცველები: რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი), ლუკას დინიე (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლორან კოშელნი (“არსენალი”, ინგლისი), ლაივინ კურზავა (პსჟ), ადილ რამი (“სევილია”, ესპანეთი), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ჯიბრილ სიდიბე (“მონაკო”), სებასტიან კორშია (“ლილი”)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ნგოლო კანტე (“ჩელსი”, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ანდრე-პიერ ჟინიაკი (“ტიგრესი”, მექსიკა), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ალექსანდრ ლაკაზეტი (“ლიონი”), ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 1 სექტემბერს ბარიში იტალიას ამხანაგურად გაეჯიბრება, ხოლო 6 სექტემბერს, ბორისოვში, ბელორუსიის ნაკრებთან მატჩით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 25.08.2016
джони (696)

ეს კიდევ მწვრთნელია ))))) ამათ საქართველოზე მეტი აკლიათ.....

18:31 | 25.08.2016
vaso8522 (1669)

რა იციან ამოჩემება ამ მწვრთნელებმა, ბენ არფა, გამეირო, კლიში, რუფიე, პერინი გამოსაძახებლები არიან, მითუმეტეს როცა ასეთ სუსტ შემადგენლობაა შეკრებილი, ამ ფეკირს რაღას შ.....ს, ერთი სეზონი ითამაშა და ეგ იყო.

18:28 | 25.08.2016
Nikala (147)

ბენზემა გასაგებია, რატომაც არ არის, მაგრამ გამეიროსა და ბენ არფას რატომ არ იძახებს დეშამი ნაკრებში, არ მესმის.

17:22 | 25.08.2016
maestro10 (13745)

Jiniakio Amis debili ddsh

17:53 | 25.08.2016
gio-manchesteri (68)

ალბათ დაიგინა მნიშვნელოვან მატჩებში ძელს აღარ გავარტყამ ბურთსო

17:59 | 25.08.2016
maestro10 (13745)

Dabali Donis forvardia

17:18 | 25.08.2016
gio-manchesteri (68)

ბენ არფა არ გამოიძახო არა...

0.121778