ფეხბურთი

16:44 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაძა „ვესტ ჰემში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი სიმონე ძაძა უახლოეს პერიოდში ლონდონის „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი გახდება.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 25 წლის მოთამაშე დღეს ან ხვალ ლონდონში გაემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და დეტალები საბოლოოდ შეათანხმოს.

მიმდინარე სეზონის ბოლომდე ძაძა „ჩაქუჩებში“ განათხოვრების წესით ითამაშებს, რის შემდეგაც კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა, რასაც ბონუსები დაემატება. ინგლისელებმა თანხა სრულად ორი წლის განმავლობაში უნდა დაფარონ. „ვესტ ჰემის“ თავკაცმა სლავენ ბილიჩმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გუნდი სიმონეს ტრანსფერზე ჯერ კიდევ შარშან მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107228