ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა კატალონიის “ბარსელონამ” ჰოლანდიის ნაკრებისა და ამსტერდამის “აიაქსის” მეკარე იესპერ სილესენი გაიფორმა. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 27 წლის მეკარე “კამპ ნოუზე” მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში დარჩება, აღნიშნული ტრანფერის ღირებულებამ კი 13 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც მომავალში ბონუსის სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.
სილესენი “ბარსელონამ” ჩილელი კლაუდიო ბრავოს შემცვლელად იყიდა, რომელიც ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” ფაქტობრივად გადასულია.
ჰოლანდიელმა კიპერმა სახელი 2014 წლის მუნდიალზე თამაშით გაითქვა, “აიაქსის” შემადგენლობაში კი ბოლო შეხვედრა მან გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “როსტოვის” წინააღმდეგ (1:4) ჩაატარა.