ფეხბურთი

12:08 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თასის მერვედფინალისტები კენჭისყრის მოლოდინში

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მონაწილე ყველა გუნდი გამოვლინდა.

გუშინ პირველი ეტაპის დასკვნითი სამი მატჩი გაიმართა: “ოდიში 1919”-მა “ბაიას” ბაზაზე დაძაბულ ბრძოლაში “გარდაბანი” დამატებითი დროის მიწურულს გატანილი გადამწყვეტი გოლით 3:2 დაამარცხდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა; დამარჯერებლად 4:0 მოუგო “ბორჯომმა” “საპოვნელას”; მერვედფინალში გავიდა ხობის “კოლხეთიც”, რომელმაც უმაღლესლიგელი “ცხინვალი” 2:0 დაამარცხა და გათამაშებას გამოთიშა.

პირველი ეტაპის შედეგები:

სამგურალი - ტორპედო 1:4

ლიახვი - შუქურა 2:0

მერანი - დინამო ბთ 2:0

სულორი - ზუგდიდი 1:0

ჩხერიმელა - საბურთალო 2:0

გაგრა - გურია 1:2

ჭიათურა - კოლხეთი ფ 0:3

ვიტ-ჯორჯია - ლოკომოტივი 0:1

იმერეთი - სიონი 1:2

ოდიში 1919 - გარდაბანი 1:1 (დ.დ. 3:2)

ბორჯომი - საპოვნელა 4:0

კოლხეთი ხ. - ცხინვალი 2:0

ამგვარად, პირველი ეტაპიდან მერვედფინალში განაგრძობენ ასპარეზობას: ბოლნისის “სიონი”, ლანჩხუთის “გურია”, თბილისის “ლოკომოტივი”, “ბორჯომი”, ხობის “კოლხეთი”, მარტვილის “მერანი”, ზუგდიდის “ოდიში 1919”, ფოთის “კოლხეთი”, ქუთაისის “ტორპედო”, ხარაგაულის “ჩხერიმელა”, ცხინვალის “ლიახვი”, ვანის “სულორი”. პირველი ეტაპის ამ 12 გამარჯვებულს მერვედფინალში ის ოთხი გუნდი შეუერთდება, რომლებიც საქართველოს ევროტურნირებზე წარმოადგენდნენ: თბილისის “დინამო”, “სამტრედია”, გორის “დილა” და საჩხერის “ჩიხურა”.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, თასის მერვედფინალური ეტაპის წილისწყრა 30 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115818