ფეხბურთი

0:47 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი: "მანჩესტერი ჩემთვის ბოლო ევროპული გუნდია"

ვეტერანი გერმანელი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშატაიგერი მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მის კარიერაში ბოლო ევროპული გუნდია. ამის შესახებ “ბასტიმ” საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა. შვაინშტაიგერის აზრით, იგი ევროპის სხვა გუნდში აღარ ითამაშებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემი ბოლო ევროპული კლუბია. სხვა გუნდებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ. როდესაც “ბაიერნს” ვტოვებდი, მხოლოდ “იუნაიტედში” მინდოდა მეთამაშა. თუ კლუბს ისევ ვჭირდები, მზად ვარ. ესაა ის, რისი თქმაც ახლა შემიძლია. ასევე, მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში მამხნევებდნენ”, - განაცხადა 32 წლის გერმანელმა.

შეგახსენებთ, ბასტიან შვაინშტაიგერი “მანჩესტერს” 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა განვლილ სეზონში “ოლდ ტრაფორდზე” თავი ვერ დაიმკვიდრა. ჟოზე მოურინიოს გეგმაში კი, ვეტერანი გერმანელი ვერ ჯდება და სავარაუდოა, რომ იგი გუნდს შეიცვლის.

აქამდე მას ყველაზე აქტიურად, ტურინის “იუვენტუსთან” აკავშირებდნენ, მაგრამ თუ ბასტიანის სიტყვებს გავითვალისწინებთ, ახალი სამსახურის ძებნა ევროპის მიღმა მოუწევს.

0.115109