ფეხბურთი

23:48 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"არავის ვადანაშაულებ" - მატიას კურიე "დინამოდან" წავიდა

მარტინიკელი შემტევი მატიას კურიე “დინამო” თბილისის ფეხბურთელი აღარაა. ამის შესახებ კურიემ საზოგადოებას თავად ამცნობა თავისი ფეისბუქის გვერდიდან. როგორც მარტინიკელმა ფეხბურთელმა დაწერა, იგი თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა და წასვლა არჩია.

“სამწუხაროდ, მე აღარ ვარ “დინამო” თბილისის მოთამაშე. ამაში არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი და საუკეთესო არჩევანი ჩემთვის და კლუბისთვის, წასვლა იყო.

დიდი მადლობა “დინამოს” ნდობისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება რომ მოცა. კლუბს და მის გულშემატკივრებს საუკეთესოს ვუსურვებ. მე კი, ახლა სხვა დიდი გუნდი უნდა მოვნახო”, - დაწერა კურიემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მატიას კურიე “დინამოში” ორი თვის წინ ბულგარული “ჩერნო მორედან” მივიდა, თუმცა საქართველოში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ძირითადად კრიტიკის ეპიცენტრში იყო მოქცეული...

0.114136