“დიდი სლემის” 22-გზის ჩემპიონის გერმანელი შტეფი გრაფის განცხადებით, სერენა მის რეკორდს დაამხობს.
“ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ სერენა ჩემს მიღწევას გააუმჯობესებს. ვფიქრობ, ის შეძლებს ამას. სერენა უნიკალური ჩოგბურთელია, მან ჩოგბურთის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა, კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ის ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”- განაცხადა შტეფი გრაფმა.
შეგახსენებთ, რომ შტეფი გრაფსაც და სერენა უილიამსაც დიდი სლემის 22-22 ტურნირი აქვთ მოგებული.