ფეხბურთი

21:28 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიის "ბარსელონასთან კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს და "კამპ ნოუზე" 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია Sport.es-მა გაავრცელა.

24 წლის კიპერი "ბლაუგრანას" პირველი მეკარე გახდება, როდესაც კლაუდიო ბრავოს ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიში" უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება. კლუბმა შესაძლოა "აიაქსის" გოლკიპერი იასპერ სილესენი დაიმატოს და მარკ-ანდრეს ჰოლანდიელთან მოუწევს კონკურენციის გაწევა.

ტერ შტეგენი "ბარსელონამ" 2014 წელს "გლადბახიდან" შეიძინა. გასულ სეზონში გერმანელი გუნდის კარს ჩემპიონთა ლიგაზე იცავდა, ჩემპიონატში კი ძირითად შემადგენლობაში ხშირად ჩილელი მეკარე ხვდებოდა.

0.123372