რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის სამარის “კრილია სოვეტოვის” მეკარე გიორგი ლორია მესამე ადგილზე გავიდა. ინტერნეტპორტალ championat.com-ის გამოკითხვაში საბოლოოდ, გიორგიმ 9 ხმა დააგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ “სპარტაკის” ფორვარდ ზე ლუიშსა და “ანჟის” კიპერ ალექსანდრ ბელენოვს ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ მთლიან ჩამონათვალში განვლილი 4 ტურის საერთო შედეგებით, ლორია ასევე მესამე ადგილზეა 17 ქულით. სხვათა შორის, ამდენივე ქულა აქვს ჯანო ანანიძეს და მან 17-ვე ქულა პირველ ტურში დააგროვა. აღნიშნულ ცხრილს “კრასნოდარის” თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი ლიდერობს 31 ქულით, ხოლო მეორე პოზიციაზე აქაც “ანჟის” მეკარე ბელენოვია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ავსტრიასთან თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო
ოთხი ტურის მიმოხილვაა და ქულებია დათვლილი
როგორც იქნა აღსრულдა სააკაშვილის ოცნება дა ასე მაინც дავიპყარით რუსეთი DDDDDDDDD
DDDDDDDDDDDDDDDDD
რუსეთუმე ხარ ბიჭო?
კი, ორთავიანი არწივი მახატია გულზე, ვენაცვალე მატუშკა რასიას DDDDDDDD
საერთოд, ეგეთ კითხვას რო дასვამ, იქნებ ღიმილის სმაილებიც მოაყოლო ხოლმე
თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, საუკეთესო მეკარეაო რუსულ პრემიერლიგაში და აგერ სულაც საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ სხვა მეკარეს, რომელიც ალბათ უკეთესი მეკარეც არის ვიდრე ჩვენიანი.