"დინამო" თბილისი პაოკ-თან ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის გასამართად საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩავიდა. როგორც "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გუნდი სასტუმრო Porto Palace Hotel Thessaloniki- ში დაბინავდა, საღამოს კი სტადიონ "ტუმბაზე" წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება. თბილისელები ელადას ტრავმირებული ჯაბა ჯიღაურისა და მათიას კურიეს გარეშე ეწვივნენ.
პაოკ-ისა და "დინამოს" მატჩი სტადიონ "ტუმბაზე" 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება. თამაშს ჰერალდ ლეხნერის მეთაურობით ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ თბილისში საქართველოს ჩემპიონის მარცხით 0:3 დასრულდა.