ფეხბურთი

19:20 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩისთვის შერჩეულ შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ვენის „რაპიდის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ქვილითაია ეროვნული ნაკრების წლის პირველ ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ კლუბთან ერთად ვენაში იმყოფება, თუმცა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს.

მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული შეხვედრისთვის გამოძახებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელი დაიმატა - ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ოდესის „ჩერნომორეცის“ მცველი, 23 წლის დავით ხოჭოლავა მოემზადება.

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი).

საქართველოსა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე TKT.GE, სტადიონის სალაროებში კი 29 აგვისტოდან გაიყიდება.

0.119893