23-24 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველი ეტაპი გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობას პირველი ლიგის 14 და უმაღლესი ლიგის 10 გუნდი მიიღებს. 12 გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც მათ ის 4 კლუბი დაემატება, რომლებიც საქართველოს ევროტურნირებზე წარმოადგენდნენ.
23 აგვისტოს პირველი ეტაპის 9 შეხვედრა გაიმართება და ყველა მათგანი 16:30 საათზე დაიწყება:
სამგურალი - ტორპედო
იმერეთი - სიონი
მერანი - დინამო ბთ
ჩხერიმელა - საბურთალო
ლიახვი - შუქურა
გაგრა - გურია
ჭიათურა - კოლხეთი ფ
ვიტ-ჯორჯია - ლოკომოტივი
სულორი - ზუგიდი
24 აგვისტოს დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდება და ისინიც 16:30 საათზე დაიწყება:
ბორჯომი - საპოვნელა
ოდიში 1919 - გარდაბანი
კოლხეთი ხ - ცხინვალი
სფფ-ის პრესსამსახური