ფეხბურთი

12:20 | 23.08.2016 | ნანახია 2366 - ჯერ

ტერის ინგლისის ნაკრებში აბრუნებენ

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი ეროვნულ გუნდში “ჩელსის” მცველის ჯონ ტერის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც Sky Sports-თან საუბრისას ინგლისელთა ახალმა თავკაცმა განაცხადა, ეს თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

“ნაკრებში ჯონის დაბრუნება თავად მასზეა დამოკიდებული. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა ამ საკითხზე ფეხბურთელთან პირადად ვისაუბრებ და ვნახოთ რას გადაწყვეტს. ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა”- აღნიშნა ელერდაისმა, რომელიც ინგლისის ნაკრებს ამ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში და მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონი შეცვალა.

რაც შეეხება 35 წლის ტერის, მან ეროვნული გუნდი 2012 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ის რასიზმში დაადანაშაულა. ლონდონელთა მცველს ინგლისის ნაკრების ღირსება 78 მატჩში დაუცავს და 6 გოლი გაუტანია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:05 | 23.08.2016
CHICHARITO-14 (510)

ბარემ უეინ ბრიჯიც არ დაივიწყო ძია სემ....

19:14 | 23.08.2016
KoRBeN DaLLaS (24846)

ტერი მცველი კია, მაგრამ ამბობენ ბრიჯის ცოლი თავдამსხმელაд ათამაშებдაო DDDDDDDDD

19:24 | 23.08.2016
CHICHARITO-14 (510)

კი კაი ფორვარდი ყოფილა ბრიჯის ცოლთან. )))

17:58 | 23.08.2016
NGoLo KaNte (36472)

არდაბრუნდე ჯონ

16:29 | 23.08.2016
Pharrell (1884)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ოპტიმალურ ფორმაში იქნება 37 წლის ტერი.
ახალგაზრდებისა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავს აკეთებს,რას ვერჩით კაცს?!ვაი ამის პატრონს და ისედაც გასაცოდავებულ ინგლისის ნაკრებს,ამის ხელში.
სქოულზი და ბექჰემიც დააბრუნოს ნაკრებში,მაგათნაირი პასი დღესაც არავის არ აქვს ინგლისში და ეგაა რააა.
ვაფშე ლინეკერის თემასაც წამოვწევდი წინ,კაცი ფიზიკურად ისეთ ფორმაშია,ბევრ მოქმედ ფეხბურთელს რო შეშურდება.

15:32 | 23.08.2016
temo11 (1791)

)) ცოტაც მოეთმინა და მერე დებრუნებინა,ჯერ ადრე დასაბრუნებლად,ახალგაზრდა და თავში არ აუვარდეს )))))))))))))

12:35 | 23.08.2016
KoRBeN DaLLaS (24846)

მართალია, უნдა дაებრუნებინათ...
ელერдაისს უთქვამს, ერთი ჩემი ასაკის კაცი არ უნдა მყავдეს ნაკრებშიო ?
თავისუფალი дრო რომ გვექნება თითო პარტია შახმატს ვითამაშებთ, მუხლებზე პლეдგაдაფარებულებიო DDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117914