ფეხბურთი

18:37 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ავსტრია: ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოსა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების ონლაინ შეძენა დღეიდან შესაძლებელია საიტზე TKT.GE (tkt.ge/georgiavsaustria), “დინამო არენას” სალაროებში კი 29 აგვისტოდან გაიყიდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი იტყობინება.

ბილეთების ფასები კატეგორიების მიხედვით 5, 10, 15, 25 და 35 ლარია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო შეხვედრას ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 5 სექტემბერს გამართავს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

0.123701