ფეხბურთი

17:55 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “გულშემატკივრების მესმის”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე პოლტავას “ვორსკლას” ცუდი თამაშით გულდაწყვეტილია, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავარ მწვრთნელ ვასილი საჩკოს შანსი კიდევ უნდა მიეცეს. როგორც მან უკრაინულ მედიას “სტალთან” ნულოვანი ფრის შემდეგ განუცხადა, გულშემატკივართა უკმაყოფილების ძალიან კარგად ესმის.

“ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე ექვსი თამაშია გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ჩვენი გულშემატკივარი უკმაყოფილოა – ისინი “სტალთან” მხოლოდ გამარჯვებას ელოდნენ. ალბათ, თავდასხმაში უკეთ თამაში გვმართებს, თუმცა არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მთავარი მწვრთნელი უნდა გაათავისუფლონ”, - უთხრა კობახიძემ Pro football-ს.

სანდრო კობახიძე მიმდინარე სეზონის დაწყებამდე პოლტავას “ვორსკლაში” გადავიდა, რომლის ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება. ოღონდ პრობლემაა ისაა, რომ სანდროს გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო – უკრაინის პრემიერლიგის ხუთ ტურში გამარჯვება ერთადერთხელ მოიპოვა, ხოლო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “ლოკომოტივთან” ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ევროსარბიელს დაემშვიდობა.

0.136893