ფეხბურთი

16:01 | 22.08.2016 | ნანახია NaN - ჯერ

რა ხდება ვაკოს თავს? – ყაზაიშვილი მწვრთნელს არ ეთანხმება...
“ვიტესის” მწვრთნელი: “ვაკოს ვენდობი, იგი ერედივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა”

არნემის “ვიტესის” ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მას ნაკლებად ენდობა. როგორც ქართველის სიტყვებს ჰოლანდიური ინტერნეტპორტალი gelderlander.nl-ი ციტირებს, იგი არ ეთანხმება მწვრთნელს, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ “როდასთან” მატჩში ძირითადში ვერმოხვედრა არ გაკვირვებია.

“ეს არ იყო ჩემთვის მოულოდნელი, რადგან ბოლო დროს მთავარი მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი არ ყოფილა. თუმცა, მე არ ვეთანხმები მას – ყოველთვის მინდა, რომ ვითამაშო და არ ვფიქრობ, რომ ერთი კვირის წინ, “დენ ჰააგთან” ცუდად ვითამაშე. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ”, - თქვა ყაზაიშვილმა.

თავის მხრივ, ქართველი შემტევის შესახებ “ვიტესის” თავკაცმა ჰენკ ფრეიზერმაც ისაუბრა. როგორც იგი ამბობს, ვაკო კვლავ რჩება ერედივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ:

“ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იშრომონ, რომ შემდეგ თამაშები მოვიგოთ. მხოლოდ ასე შეგვიძლია გავიმარჯვოთ ურთულეს ბრძოლებშიც. ყაზაიშვილი? – ის რჩება ერედივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, რადგან მას განსაკუთრებული თვისებები აქვს და შეუძლია მეტოქის ნახევარზე ყველაფერი გააკეთოს. მე კვლავინდებურად ვენდობი მას”, - თქვა ფრეიზერმა.

შეგახსენებთ, ერედივიზიონის ბოლო ტურში “ვიტესმა” სტუმრად კერკადეს “როდას” 1:0 აჯობა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე მხოლოდ ბოლო 10 წუთი გაატარა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:57 | 01.08.2013
subcomandante (74)

სპარტაკმა ოზბილიზი იყიდა 4 წლიანი გაუფორმა მგონია 23 წლისაა აიაქსის აღზრდილი და მართლა კარგი მოთამაშეა თან ჯანოსგან განსხვავებით კიდევ ამომავალი არაა და უკვე თამაშOბს სტაბილურად.

მგონი მიაყიდის ჯანოს სპარტაკი. ან დარჩება როსტოვში ან კრილია ან ვოლგა და ეგეთ კლუბში მერე.


აი ჩვენი ნაკრების იმედი და მომავალი ლიდერი

18:32 | 31.07.2013
nukri--italia (8)

რეალორად დავინახეტ ყველამ ჯერ არვარტ სტიაუის დონეზე მისული

16:46 | 31.07.2013
MANCHESTER UNITED (686)

ჯანოოოოოოოოოოოოოოო

19:45 | 30.07.2013
LU 001 KA (1043)

მასე დამპლურად გასვლის დ ე დ ა ც ვატირე დისკვალიფიკაციიით...ჩვენი თავი წარმოიდგინეთ მერე მაგათ ადგილზე

14:02 | 31.07.2013
სავაშა__ (6590)

არ წარმოვიდგენ , რომ წარმოვიდგინო ამისთვის სტიაუას გასვლაზე 0-2 უნდა მივარჭვოთ და სახლში უნდა გვქონდეს კიდევ სათამაშო : დდ, კარგი ეს ვიხუმრე : დდ , რაში მაინტერესებს დამპლურია თუ ფარჩაკული ეგეთი გასვლა , ნეტა 2 ყვითელზე ყოფილიყო სიამოვნებით ვუყურებდი დინამოს თამაშს პლეი ოფში , თან ეგეც რომ არა , პლეი ოფში ისეთი კლუბებია 80 % გამოგვაგდებდნენ და უეფას ჯგუფში ჩავჯდებოდით , და ახლა რომ გამოვვარდეთ პლეი ოფში მიდი და ეძიძგილავე მეტალისტებს და ასე შემდეგებს : დდ

19:57 | 30.07.2013
butamilan1 (2837)

ბაზარი არაა პროსტა მაინტერესებს რანაირად წყდება დისკვალიფიკაცია

19:44 | 30.07.2013
LU 001 KA (1043)

კარგით ეხლა ჯერ არ დაწყებულა თამაში და ნუ იწყებთ იმას ყვითელი ქონდა დისკვალიფიკაცია და რაღაც...ღმერთმა ქნას ისე მოვიგოთ და გავცდეთ

19:00 | 30.07.2013
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

ხალხო სტიაუას დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი უზის სათადარიგოზე, პიოვაკარი 25 ნომრით და მაგაზე 3:0 წაგება არ ეკუთვნით??

00:32 | 31.07.2013
Zura Basilashvili (292)

არა 3 ყვითელზეა ახალი წესებით DD

19:06 | 30.07.2013
butamilan1 (2837)

დღეს შახტიორი - სკენდერბიუ რო იყო მაგათ 2-2 ფეხბურთელი უნდა ყოლოდატ წესით დისკვალიფიცირებული მარა ოთხივემ ითამაშა და რატო აზრზე არ ვარ მგონი რაგაც სხვა სისტემითაა დისკვალიფიკაცია ან 3 ყვითელზე ან რავი წესით ამ 4 ფეხბურთელიდან არცერთს არ უნდა ეთამაშა მარა ოთხივემ ითამაშა

00:31 | 31.07.2013
Zura Basilashvili (292)

ახალი წესებით 3 ყვითელზე ტოვებს ! თორემ ისე ჩვენს წინააღმდეგაც ითამაშა პოვიკარმა 2 ყვითლით D

19:00 | 30.07.2013
player11 (46)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))

18:21 | 30.07.2013
lagashi (6738)

ძიუბა მართლა დაფრინავს, იმედია ჯანოც აყვება, ისე 2 საგოლე გადაცემა გააკეთა უკვე მგონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064696