ფეხბურთი

11:57 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალი - დინამო თბილისი 2:4 (VIDEO)

საქართველოს 28-ე ჩემპიონატის მესამე ტურში თბილისის "დინამომ" "ცხინვალი" 4:2 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარებულ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლებით მათე ცინცაძემ, ოთარ კიტეიშვილმა, რენე სანტოსმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს, ცხინვალელთა შემადგენლობაში ჯაბა დვალი და გულვერდ თომაშვილი გამოირჩნენ.

სამი ტურის შემდეგ თეთრ ჯგუფში 7-7 ქულით "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" ლიდერობენ, "ცხინვალის" აქტივში კი მხოლოდ ერთი ქულაა.

დინამო თბილისის პრესსამსახურის ვიდეო

0.116909