ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების ლიდერმა პო გასოლმა რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებს შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთმა ავსტრალია 89:88 დაამარცხა.
“ტურნირი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ბრინჯაოს მედალი მაინც მოვიპოვეთ, რაც დიდებული მიღწევაა. ამაყი ვარ, რომ იმ ნაკრების წევრი ვარ, რომელიც ბოლომდე იბრძვის და არასოდეს ნებდება. ნახევარფინალში ამერიკასთან 6 ქულით დავმარცხდით, რთული თამაში იყო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ავსტრალიამ ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ისინი დამარცხდნენ”- განაცხადა გასოლმა.