ხორვატმა მარინ ჩილიჩმა “ცინცინატის” მასტერსის ფინალში რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ბრიტანელი ენდი მარეი 6:4, 7:5 დაამარცხა. ჩილიჩმა კარიერაში ATP-ის მე-14 და მასტერსის პირველი ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. მეორე სეტში 5:5-ზე გადამწყვეტი ჩილიჩის ბრეიკი აღმოჩნდა. მატჩში სულ 122 ქულა გათამაშდა, აქედან ხორვატმა 65 მოიგო, ხოლო ბრიტანელმა 57.
ჩილიჩმა ტურნირის მოგებით 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 834 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ენდიმ 600 სარეიტინგო ქულა და 409 270 დოლარი გამოიმუშავა.
“ცინცინატის” მასტერსი ყველაზე მეტჯერ (7-ჯერ) როჯერ ფედერერს აქვს მოგებული.