ფეხბურთი

23:41 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორია პენალტებს იგერიებს, ხოჭოლოვა იტანს, მაკარიძე გოლს არ უშვებს

პორტუგალიის პრიმიერა ლიგის მეორე ტურში საკუთარი კარი მშრალად შეინახა გიორგი მაკარიძემ. მისმა ახალგა გუნდმა “მორეირენსემ” კი გასვლაზე გიორგის ყოფილ კლუბ “ფეირენსეს” ადვილად, 3:0 აჯობა. ორი ტურის შემდეგ მაკარიძის კლუბს 4 ქულა აქვს და შესაბამისად წარმატებული სტარტი აიღო - მაკარიძის მომენტები ამ მატჩიდან.

რუსეთის პრემიერლიგაში ორკვირიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანზე დაუბრუნდა ჯანო ანანიძე. თუმცა, თუ დმიტრი ალენიჩევი მას ენდობოდა, იგივეს ვერ ვიტყვით იტალიელ მასიმო კარერაზე, რომელმაც ჯანოს მხოლოდ 30 წუთი დაუთმო. ეს შესაძლოა, ახლადმორჩენილი ტრავმით იყო გამოწვეული. “სპარტაკამ” კი საკუთარ მოედანზე ზე ლუიშის დუბლით “კრასნოდარს” 2:0 მოუგო. სხვათა შორის, მეორე გატანილ გოლში ანანიძის დიდი წვლილია - სწორედ მან დაიწყო შეტევა ლამაზი პასით VIDEO. “სახალხო გუნდს” 4 ტურის შემდეგ 10 ქულა დაუგროვდა პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

მიუხედავად მამის გარდაცვალებით გამოწვეული დარტყმისა, ჩინებულ ფორმას ინარჩუნებს გიორგი ლორია. ქართველმა კიპერმა ამჯერად მოსკოვში, “ლოკომოტივთან” ითამაშა მაღალ დონეზე და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. მეტიც, 78-ე წუთზე ქართველმა კიპერმა ალექსანდრ სამედოვს პენალტის აუღო. მთლიანობაში, ლორიას 90 წუთში 7 სეივი დაუგროვდა აღნიშნულ შეხვედრაში, ხოლო “კრილიას” 4 ტურში 2 ქულით აუსტაიდერთა შორის უკავია პოზიცია. გიორგიმ რუსული გამოცემებისგან მატჩში მყოფ ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

(ქართველი მაესტრო - ლორიას ბრწყინვალე თამაშის ფრაგმენტები

ზედიზედ მეორე თამაშია მთელ სათამაშო დროს სათადარიგო სკამზე ატარებს გიორგი ჭანტურია. მისი “ურალი” კი ასევე მიჯრით დამარცხდა 0:1 და ამჯერად სტუმრად პერმის “ამკართან”. “ურალს” 4 მატჩში დაგროვილი 4 ქულით მეცხრე ადგილი უჭირავს.

უკრაინის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ოდესის “ჩერნომორეცს” დავით ხოჭოლავამ მოაგებინა. 23 წლის ქართველმა მცველმა სტუმრად “ზირკას” კარი 39-ე წუთზე აიღო და ეს აღნიშნულ მატჩში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა (ხოჭოლავას გოლი). ხოჭოლავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გარდა გოლისა, მესამე წუთზე გაფრთხილებასაც გამორჩა. “ჩერნომორეცს” კი, 5 ტურის მერე 6 ქულა აქვს და მეექსვე ადგილი უკავია.

სანდრო კობახიძის “ვორსკლა” საკთარ მოედანზე “სტალს” უგოლოდ დაშორდა. ქართველი შემტევი კი, ტრადიციულად პოლტაველთა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა. “ვორსკლა” 6 ქულით მეოთხეა.

დამაჯარებელ გამოსვლას აგრძელებს ჯაბა ლიპარტიას “ზორია”, რომელმაც ამჯერზე შინ ლვოვის “კარპატს” 2:1 მოუგო. ჩვენებური სათადარიგო იყო და მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა. მისი გუნდი კი, 5 ტურის მერე 13 ქულით მესამეა და თანალიდერებს, “შახტარსა” და “დინამოს” ორი ქულით ჩამორჩება.

ნორვეგიის ტიპელიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე მოიგო გიორგი გოროზიას “სტაბეკმა”, რომელმაც შინ “ალესუნდი” 3:0 გაანადგურა. ქართველი ფეხბურთელი წინა მატჩებისგან განსხვავებით ძირითადში არ ყოფილა და მხოლოდ ბოლო 18 წუთი ითამაშა. “სტაბეკი” 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

ჩეხეთის ჩემპიონატში ლევან ყენიას გარეშე ითამაშა “სლავიამ” და სახლში “პრიბრამს” 3:0 აჯობა. ქართველი შემტევი განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მოედანზე მწვრთნელმა არ შეიყვანა. “სლავიას” 4 თამაშის მერე 10 ქულა აქვს და ჩემპიონატს “ჟლინთან” ერთად ლიდერობს.

დანიის სუპერლიგის VI ტურში საკუთარ მოედანზე განადგურდა დავით სხირტლაძის “სილკებორგი” “ვიბორგთან” მატჩში (1:5). ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი მოედანზე 90 წუთი იყო, თუმცა თავისიანებს დიდად ვერაფერში დაეხმარა. “სილკებორგი” 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ 2 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ბელორუსიის ჩემპიონატის მე-19 ტურში ვერ მოიგო ბორისოვის “ბატემ”. ვაკო გვილიას გუნდი მინსკში “დინამოს” დაუზავდა (1:1). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. “ბატე” ჩემპიონატს 45 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

ესპანეთის ეგუნდა დივიზიონის I ტურში ტარაგონას “ხიმნასტიკმა” შინ “ლუგოსთან” ფრეს მიაღწია (2:2). ქართველი ოთარ კაკაბაძე კი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” გასვლაზე “ვოლფსბერგერთან” ქულა მოიპოვა (1:1). ვენელთა ქართველი ახალწვეული განაცხადში არ ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ ტრავმას იშუშებს. “რაპიდს” 10 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.

0.120224