ფეხბურთი

14:46 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ "იუვე" ვერ დაივიწყა

პოლ პოგბას ყოფილი კლუბი ტურინის “იუვენტუსი” და მისი გულშემატკივრები ჯერ კიდევ არ დავიწყებია. ფრანგმა ფეხბურთელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც “იუვეს” პატარა გულშემატკივარ ტომისთან ერთადაა ასახული.

ტომი კი “იუვენტუსის” გულშემატკივარია, რომელსაც არცერთი ხელი არ აქვს და სწორედ მასთან ერთად გავიდა პოგბა მოედანზე “საუთჰემპტონთან” მატჩის დაწყებამდე. პოლ ლაბილემ აღნიშნული სურათი შემდეგნაირად დაასათაურა:

“ბედიერი ვარ ტომთან ყოფნით – იგი თილისმას წარმოადგენს იმ ტურინელ გულშემატკივრებში, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და რომლებიც მუდამ ჩემს გულში დარჩებიან”, - დაწერა პოგბამ.

0.124826