სხვა

16:30 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ჩემპიონთან

ოლიმპურ სოფელში, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ოფისში კიდევ ერთი საზეიმო შეხვედრა მოეწყო. სეოკ-ის ხელმძღვანელებმა და დელეგაციის წევრებმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალე გამოსვლა და ჩემპიონობა მიულოცეს 25 წლის გორელ მოჭიდავეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ჩვენი ფალავნის თავდადებას, მაღალ პროფესიონალიზმს, ბრძოლისუნარიანობას: “ლადომ ძალზე რთული შეხვედრები მოიგო. კრიტიკულ მომენტებში ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და დამსახურებულად მოიპოვა უმაღლესი სპორტული ტიტული. ვულოცავ ლადოს ამ დიდ გამარჯვებას, ვულოცავ მის პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელს, მთელ სამწვრთნელო შტაბს.

ჩვენი გუნდი ოლიმპიადის ფინიშზე ძალზე შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს. ოქროს ანგარიში ჩვენმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ გახსნა და ეს საქმე ლადო ხინჩეგაშვილმა გააგრძელა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ჩემპიონებს მხარს აუბამენ ის სპორტსმენები, რომლებსაც აწი მოუწევთ ოლიმპიურ სარბიელზე გამოსვლა”.

www.geonoc.org.ge

0.115105