რიო დე ჟანეიროში მიმდინარე 2016 წლის ოლიმპიადაზე ფრენბურთის ტურნირზე ქალთა შორის ჩინეთი ისტორიაში მესამედ გახდა ოქროს მედლის მფლობელი.
აზიელებმა ფინალურ დაპირისპირებაში სერბეთი 3:1 დაამარცხეს. პირველი სეტი ევროპელებმა იოლად 25:19 მოიგეს, თუმცა შემდეგ ჩინელებმა მეტოქე არ დაინდეს. ბალკანელებისთვის ოლიმპიადაზე მედალი პირველი გახლდათ.
ქალებში მესამე ადგილი და შესაბამისად ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ამერიკელებმა. რომლებმაც ჰოლანდიის ნაკრებს 3:1 სძლიეს.
დღეს, 16:30 საათზე მამაკაცთა შორის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს აშშ და რუსეთი დაუპირისპირდებიან, ხოლო ფინალში მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები იტალიის დამარცხებას შეეცდება.
სამხრეთამერიკელები ბოლო სამი ოლიმპიადის ფინალისტია. ათენში ბრაზილიამ იტალიას მოუგო, შემდეგ კი ორ ოლიმპიადაზე ამერიკასთან და რუსეთთან დამარცხდა. თავის მხრივ, იტალია შეეცდება ოქროს მედლის მფლობელი გახდეს. გადამწყვეტი შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება.