ბელგიელი კრისტიან ბენტეკე 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ გუშინ ლონდონის “კრისტალ პალასს” შეუერთდა, მაგრამ 25 წლის შემტევს ეგონა, რომ “ბარნლიში” გადავიდა. უცნაურია, მაგრამ ასეა – საქმე ისაა, რომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბენტეკეს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა მისი ფოტო “პალასის” მაისურითა წარწერით: “ბარნლი” და ბელგიის ნაკრები.
როგორც აღმოჩნდა, კრისტიანის გვერდის ადმინს ერთმანეთში “კრისტალ პალასი” და “ბარნლი” აერია და შესაბამისად, ბელგიელს 350 ათასმა გამომწერმა დასცინა. აღნიშნული კურიოზის მერე კი ბენტეკემ ბოდიში საჯაროდ მოიხადა:
“ბოდიშს ვუხდი ყველას – მე არა “ბარნლიში”, არამედ “კრისტალ პალასში” გადავედი. უბრალოდ, შეცდომაში ჩემი გვერდის ადმინი შევიდა, რომელმაც ტვიტერზე “ბარნლი” დაწერა”, - თქვა ბენტეკემ.
კრისტიან ბენტეკემ “კრისტალ პალასთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საგულისხმოა, რომ იგი ამ გუნდის ისტორიაში სარეკორდო შენაძენია ფასის მიხედვით.
სხვათა შორის, ზემოხსენებული ისტორიის, მერე “ბარნლის” არაოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გაიხუმრა და დაასტატუსა, რომ მათ ბენტეკე გაიფორმეს...