ფეხბურთი

15:23 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენტეკე “კრისტალ პალასში” ითამაშებს

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე “ლივერპულის” ყოფილი ფორვარდი კრისტიან ბენტეკე “კრისტალ პალასში” ითამაშებს. როგორც ლონდონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელმა ფორვარდმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად, “კრისტალ პალასში” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ბენტეკეს სანაცვლოდ ალან პარდიუს გუნდმა 37 მილიონი ევრო გაიღო.

“ძალიან ბედნიერი ვარ “კრისტალ პალასში” გადასვლით. უკვე გავიცანი მთავარი მწვრთნელი, თანაგუნდელები და სტაფი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი უკეთესადაა”, - თქვა ბელეგიელმა.

კრისტიან ბენტეკეს კარიერის საუკეთესო წლები ბირმინგემის “ასტონ ვილაში” აქვს გატარებული, ხოლო “ლივერპულში” თავი ვერ დაიმკვიდრა და საერთო ჯამში ბითლომანთა მაისურით 9 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის, ყველაზე გამოსარჩევი უდაოდ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” გატანილი მაკრატელა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127359