ცოტა ხნის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრემიერლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა, რითაც საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა. მას ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის ჩემპიონატების და ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში გაუტანია.
თუმცა, საინტერესოა, რომ დაახლოებით იგივე შედეგით ბრაზილიელი ალეშანდრე პატოც დაიკვეხნის. სამხრეთამერიკელმა თავისი ახალი გუნდის, “ვილიარეალის” მაისურით პირველივე ოფიციალურ მატჩში გაიტანა ფრანგული “მონაკოს” წინააღმდეგ.
პატოს, თავის დროზე, “მილანში” დებიუტიც გოლით აქვს აღნიშნული 2008 წელს “ნაპოლისთან”, “ინტერნასიონალის” მაისურითაც “ალ აჰლის” წინააღმდეგ 2006 წელს, “კორინთიანსის” რიგებში 2013 წელს “მილიონაროსის” კარში შეაგდო, ხოლო 2016 წელს “ჩელსიში” დებიუტი “ასტონ ვილასთან” გატანილი გოლით აღნიშნა...