ჭიდაობა

18:02 | 19.08.2016 | ნანახია 1996 - ჯერ

რიო 2016: იაკობ მაქარაშვილი მეოთხედფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ მაქარაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც მძიმე ბრძოლაში ბულგარელი გეორგი ივანოვი 13:8 დაამარცხა. მაქარაშვილმა პირველი პერიოდი წააგო, თუმცა მეორე პერიოდში შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ჯაბრაილ ჰასანოვი იქნება.

ასევე აზერბაიჯანელ მოჭიდავეს, ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება ნახევარფინალის საგზურისთვის 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელმაც მერვედფინალში ყაზახი ნურისლან სანაიევი დაამარცხა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:40 | 19.08.2016
stoikovich (5984)

მაქარაშვილი დაგვიჩაგრეს სასტიკად.

18:29 | 19.08.2016
ambako (2432)

ასეთი არასპორტული საქციელი რა ვიცი რა.. ალბათ მაგარი ფული იყო ჩადებული... აგრჩათ ოხრად ხომ..ხინჩეგაშვილს ეს რუსული მაფია ყველგან დასდევს..

18:25 | 19.08.2016
mindia (2281)

ნამდვილი ჩემპიონია ვლადიმერი, გააფარჩაკა მსაჯიანად.

0.134133