ფეხბურთი

16:58 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ ფერგიუსონზე და მანჩესტერიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა პოლ პოგბამ ოთხი წლისწინადელი მოვლენები გაიხსენა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც 2012 წელს ინგლისური კლუბიდან ტურინის “იუვენტუსში”გადავიდა. ამავდროულად, ფრანგმა ფეხბურთელმა მანჩესტერელთა მაშინდელი თავკაცის ალექს ფერგიუსონის მიმართ პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ მასთან მუშაობამ ბევრი რამ შესძინა.

“ფერგიუსონი უდიდესი მწვრთნელია, მის მიმართ მხოლოდ პატივისცემა შემიძლია გამოვხატო. მასთან პრობლემა არასდროს მქონია. რატომ წავედი მანჩესტერიდან? მე თამაში მსურდა, მწვრთნელი ფიქრობდა, რომ იმ ეტაპზე მზად არ ვიყავი ამისთვის, მე კი ლოდონი არ მინდოდა და წასვლა ვარჩიე. ეს ჩვეულებრივი რამაა და არავითარი წყენა არ ყოფილა. ფერგიუსონთან მუშაობამ ბევრი რამ შემძინა. მასთან შეხვედრა ყოველთვის გამახარებს და იმედი მაქვს, კიდევ მომეცემა ამის საშუალება” - განაცხადა პოგბამ, რომელიც თავის დროზე მანჩესტერმა ტურნირელებს უფასოდ დაუთმო, ამ ზაფხულს კი მის დასაბრუნებლად სატრანსფერო ბაზარზე სარეკორდო თანხა - 110 მილიონი ევრო გადაიხადა.

0.13614