ფეხბურთი

13:02 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისმა ავსტრიასთან მატჩისთვის 28 ფეხბურთელი შეარჩია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაკრები 5 სექტემბერს, ავსტრიის ნაკრებთან თბილისში გამართავს, 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

სლოვაკი სპეციალისტის რჩეულთა სიაშია ყაზახური "ორდაბასის" შემტევი ოთარ მარცვალაძე, ხოლო დავით სხირტლაძე, ეროვნულ ნაკრებში პირველადაა მიწვეული. სხვა მხრივ, კი ვაისი რჩეულთა სია შემდეგნაირია:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (უგუნდოდ)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)

0.113059