რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ კარიერაში ერთეულთა თანრიგში მეექვსასე შეხვედრა მოიგო. ენდიმ “ცინცინატის” მასტერსის 1/8-ფინალში სამხრეთ ამერიკელი კევინ ანდერსონი 6:3, 6:2 დაამარცხა. პირველ სეტში ანდერსონი ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ბრიტანელმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო. მეორე სეტში კი მარეიმ უპრობლემოდ იმარჯვა.
მეოთხედფინალში ენდი ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შეხვდება.
მარეი გახდა მოქმედ ჩოგბურთელებში მეხუთე, ვინც 600-გამარჯვებიან ზღურბლს მიაღწია. დავიდ ფერერი (683 გამარჯვება), ნოვაკ ჯოკოვიჩი (737), რაფაელ ნადალი (801), როჯერ ფედერერი (1080).