18 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაში 2 ქართველი მძლეოსანი ჩაება და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მათ მაღალი შედეგები არ უჩვენებიათ.
ბირთვის მკვრელმა ბენიკ აბრამიანმა კვალიფიკაციის 34 მონაწილეს შორის 31-ე შედეგი დააფიქსირა. მისთვის საუკეთესო მე-2 ცდა აღმოჩნდა, როდესაც ბირთვი 18.72 მეტრზე ჰკრა, სხვა ცდებში კი 18.08 და 18.35 ჰქონდა.
ცნობისთვის, კვალიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი ამერიკელ რაიან კრაუზერს აღმოაჩნდა – 21.59.
წარუმატებლად იასპარეზა სიმაღლეზე მხტომელმა ვალენტინა ლიაშჩენკომაც, რომელმაც მხოლოდ 1.80 მეტრზე გადებული თამასა დასძლია, სხვა ცდები კი ვეღარ გამოიყენა.
ამ შედეგით, ლიაშჩენკომ საკვალიფიკაციო A ჯგუფში კვიპროსელ სპორტსმენთან ერთად ბოლო მე-17 ადგილი გაიყო. კვალიფიკაციაში საუკეთესო შედეგი 1.94 მეტრი გახლდათ, რომელიც ერთბაშად 15-მა მონაწილემ დააფიქსირა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენების თამაში რატი ჩაიშალა რუმინეთთან?
მონტენეგრო მონტენეგრო ! ჩინეთის მაგივრად კიტაი დაწერეთ მაშინ და საბერძნეთის მაგივრად გრეცია !
არ ხარ მართალი ძმა, ეგ რუსულად კი არა - თვითდასახელებაა. მონტენეგრო ვერანაერად იქნება სლავური სახელი,თავადაც მიხვდები. საქართველო ჯორჯია ხო არაა?))