ფეხბურთი

21:55 | 18.08.2016 | ნანახია 1888 - ჯერ

ევროპა ჩვენგან ისევ შორსაა...

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო” თბილისმა ევროტურნირები უკვე დაასრულა – მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ერთ კვირაში თბილისურ გუნდს თესალონიკში “პაოკთან” საპასუხო მატჩი აქვს გასამართი, ამის თქმა უკვე გადაჭრით შეიძლება.

დღეს, “დინამო არენაზე” ბერძნებმა კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში – ევროპა ჩვენგან შორსაა! 0:3 – ეს, ის ანგარიშია რომლის შემხედვარეც ალბათ, ყველაზე უიმედო ოპტიმისტსაც კი არ მოუვა თავში აზრად, რომ “დინამოს” განმეორებით შეხვედრაში შანსი მისცეს, რომ ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს...

დღევანდელ თამაშში კი ყველაფერი ლოგიკურად ვითარდებოდა: ფაქტობრივად ნომინალური ფორვარდის გარეშე მოთამაშე “დინამო” მეტოქის კართან ხიფათს ვერ ქმნიდა, ხოლო “პაოკი” შანსს ელოდა, რაც მე-20 წუთზე მიეცა და გამოიყენა კიდეც. კუთხურიდან ლეონარდო მატოსმა გაიტანა. მეორე ნახევარშიც იგივე განმეორდა – ისევ კუთხური და ისევ გოლი. ამჯერად უკვე ესპანელმა მცველმა ხოსე კრესპომ გაუტანა ანტონი სკრიბეს ახლო მანძილიდან. წერტილი კი, 83-ე წუთზე დიეგო ბისესვაარის გადაცემის შემდეგ ფაკუნდო პერეირამ დასვა – 0:3.

შედეგად თესალონიკში სასწაულის იმედადაც ვეღარ ვიქნებით. სამწუხარო რეალობა ასეთია – შემოდგომაზე ევროპულ ფეხბურთს ისევ ტელეეკრანებიდან თუ შევხედავთ...

“დინამო” – “პაოკი” 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლეო მატოსი (20), 0:2 კრესპო (71), 0:3 პერეირა (83)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:28 | 12.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კარგი მწვრთნელია ჟარდიმი მილანს გამოადგება

19:08 | 11.10.2018
majlajuna (1024)

ყოველ წელს უყიდიდნენ წამყვან ფეხბურთელებს, არადა მაგარი მწვრთნელია

17:46 | 11.10.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

რომელიმე რუსულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

0.096944
1888