კალათბურთი

21:08 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯორდანი: “ოლიმპიური ოქრო უფრო ძვირფასია, ვიდრე საჩემპიონო ბეჭედი”

ამერიკის შეერთებული შტატების მძიმე ფორვარდმა დეანდრე ჯორდანმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ოქრო უფრო ძვირფასია, ვიდრე ნბა-ს ჩმეპიონობა.

“ვფიქრობ ოლიმპიადის ოქროს მედალი უფრო ძვირფასია, ვიდრე ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი. ეს განსაკუთრებული ჯილდოა. შენ თამაშობ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. რაც მთავარია ნბა ყოველწლიურად იმართება, ხოლო ოლიმპიადა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, რაც ამ ტურნირს დამატებით ხიბლს სძენს”- განაცხადა ჯორდანმა.

შეგახსენებთ, რომ “დრიმ თიმი” რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება, აღნიშნული შეხვედრა 19 აგვისტოს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0.119824