ფეხბურთი

19:26 | 18.08.2016 | ნანახია 861 - ჯერ

"დინამო" - "პაოკი": სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

საათზე ნაკლებ დროში დაიწყება უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი, სადაც თბილისის „დინამო“ სალონიკის „პაოკს“ უმასპინძლებს.

უკვე ცნობილია ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა. წინა ევროპული მატჩებიდან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებაა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის სასტარტო თერთმეტეულში - მათე ცინცაძე მოედანზე პირველივე წუთიდან იქნება, ხოლო ვლადიმირ დვალიშვილმა ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ მოასწრო - იგი სათადარიგო სკამზე იმყოფება და შესაძლოა მოედანზე ვიხილოთ კიდეც.

„დინამო“ – „პაოკი“

თბილისი, „დინამო არენა“. 18 აგვისტო, 20:00 საათი

„დინამო“: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ცინცაძე, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, პარუნაშვილი, რენე ფერეირა, ჯიღაური, ჭელიძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

„პაოკი“: „გლიკოსი, ლეო მატოსი, ლეოვაჩი, ჩარისისი, ჯალმა კამპოსი, კრესპო, სიმიროტი, როდრიგესი, შახოვი, ცაველასი, ათანსადიასი

მწვრთნელი: ვლადიმირ ივიჩი

მსაჯი: ლირან ლიანი (ისრაელი)

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აწარმოებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:44 | 23.10.2018
kiniko (48)

EWF Junior&U23 აქ შედი და ლაივიცა და ლიდერ ბორდიც?

11:52 | 23.10.2018
luka1977 (286)

განრიგი კარგია მაგრამ ერთი შეკითხვა სად ვუყუროთ? ლაივ სტრიმი მაინც დაგედოთ.

0.068306
861